Thursday, November 12, 2009

თამარი მწერლობასა და ისტორიაში

თამარი მწერლობასა და ისტორიაში
1.პროექტის სახელი: თამარი მწერლობასა და ისტორიაში
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ყველა ისტორიულ წყაროს და ფოლკლორში არსებულ ლეგენდებსა და მითებს თამარ მეფის შესახებ.ამასთან ერთად თავმოყრას გააკეთებენ ყველა იმ ლიტერეტურული ნაწარმოებებისას,სადაც ნახსენებია თამარ მეფე.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან მოძიებულ მასალას,გაავლებენ პარალელს მხატვრულ ლიტერეტურას,ფოლკლორსა და ისტორიას შორის.მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას თამარ მეფის შესახებ.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:15-16 წელი;
5.ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე;
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მონაწილეები იყოფიან რამდენიმე ჯგუფად.ამათგან,ერთს დაევალება ისტორიული წყაროების მოძიება,მეორეს-ფოლკლორში მუშაობა, მესამეს-მხატვრული ლიტერატურის შეკრება.რამდენიმე მოსწავლე მოაგროვებს ფოტო მასალას,რის შემდეგაც მოხდება არსებული ინფორმაციის თავმოყრა, ნამუშევრების სკოლაში განხილვა და პრეზენტაცია. იქნება დისკუსია ელექტრონული ჟურნალის დიზაინის შესახებ. ინგლისურის მასწავლებელთან ერთად მოხდება დამუშავებული მასალის თარგმნა ინგლისურ ენაზე.
7.მოსალოდნელი შედეგები\პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტის შედეგად მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს უპირველესი მეფე ქალის,თამარის შესახებ,ასევე თარგმნისას გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი,რომელიც განთავსდება ინტერნეტში.
8.სასარგებლო სხვებისათვის:ინტერნეტში განთავსებული პროექტი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ყველა იმ პირისათვის, ვინც დაინტერესდება თამარ მეფის ცხოვრებით ან საერთოდ ქართული კულტურით.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან კავშირი:პროექტში ჩართვა შეუძლია ისტორიის,უცხო ენისა და ინფორმატიკის მასწავლებლებს.
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი:ქეთი ადუაშვილი
12.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:kaduashvili@gmail.com